სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპორტ-კურიოზი: მოციგურავე მამაკაცს მეწყვილემ ცხვირი გაუტეხა (ვიდეო)

კანადელმა მოციგურავემ მეგან დიუამელმა თავის პარტნიორს ერიკ რედფორდს გამოსვლის დროს ცხვირი გაუტეხა. მტკივნეული სპორტ-კურიოზი მოსკოვში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა.

ინციდენტის მიუხედავად, წყვილმა ბოლომდე მიიყვანა დაწყებული გამოსვლა ისე, რომ მამაკაც-მოციგურავეს ცხვირიდან კამარა სდიოდა. მოგვიანებით დიუამელი გამოტყდა, რომ ძალიან ამაყობს მეწყვილით, რომელმაც გამოსვლა არ შეწყვიტა და ტრამვას ყურადღება არ მიაქცია: „მადლობა ღმერთს, ეს ცხვირი იყო და არა ხელი ან ფეხი. მტკივანი, თუნდაც სისხლიანი ცხვირით, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება სრიალი.“ რასაკვირველია, ცხვირის გატეხვის მომენტი ფოტორეპორტიორებმაც გადაიღეს და ვიდეოზეც დააფიქსირეს.

სხვათა შორის, ამ საჩვენებელი, მოკლე გამოსვლის შემდეგ მოციგურავეთა წყვილმა არცთუ ურიგო შეფასება: 58,83 ბალი მიიღო და ოცი წყვილიდან მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100