სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობა ნაყოფიამ კიევიდან თანაგუნდელს ბრძოლის მეთოდები დაუწუნა

ბრიფინგების ნაცვლად შეგეძლოთ ერთი სართულით მაღლა ასვლა და ყველაფრის იქ გარკვევა - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია პარტიის ამბოხებულთა ნაწილს.

ეს განცხადება ნაყოფიამ კიევიდან გააკეთა და თანაგუნდელს ბრძოლის მეთოდები დაუწუნა.

ნაყოფია ამბობს, რომ ახლა მთავრი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება და იქ სადაც ის იმყოფება, ყველა მას მესამე პრეზიდენტსი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკითხება, ამიტომაც გაკვირვებულია კოლეგების სიჩქარით.

ნაყოფია კიევიდან ასევე თანაგუნდელებს უანონსებს, რომ პოლიტკური საბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ნიშნავს.

მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით. მოგეხსენაბთ, დღეს გაიმართა ჩვენი კოლეგის ბრიფინგი, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შესახებ. უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი, პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე.

მე კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფორმა არჩევნების იყოს ღირსეული, რომელიც ჩვენს პარტიას გააძლიერებს მთავარ ბრძლაში და მთავარი ბრძოლა არის წინ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ეს არის ხელისუფლებისა და ბიძნა ივანიშვილის შეცვლისთვის ბრძოლა.

ასევე, მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ოფისში ჩაინიშნოს. 11 დეკემბერს 15 საათზე". - ამბობს ნაყოფია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100