გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში, მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს. ადგილობრივებთან შეხვედრაზე კანდიდატმა მოსახლეობას იმ წარმატებულ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა - ეს ის დარგებია, რომლებიც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტებია. "მე ვგეგმავ პარლამენტარობას იმისთვის, რომ ვანსა და ხონში არსებული პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო. თქვენ დღეს საშუალება გეძლევათ, მოუსმინოთ ყველა კანდიდატს, დაუსვათ მათ კითხვები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ. სწორედ "ქართული ოცნების" მონაპოვარია ის თავისუფალი საარჩევნო გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ ეს თავისუფლება", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის დასასრულს კანდიდატმა ყველა ის პრობლემა მოინიშნა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. (R)
კომენტარი