სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილო კავკასიაში თავდასხმების სერია გრძელდება

არც ისე დიდი დროა გასული მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებებიდან. გადის წლები, ჩრდილო კავკასიაში კი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. საამისო მიზეზები მთელი მსოფლიოსთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია.
დფჯდკლსფჯსლდკფლდს
90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ორ რუსულ-ჩეჩნურ ომში, 100 ათასამდე ჩეჩენი დაიღუპა. მათ შორის საკმაოდ დიდი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელნიც საკუთარი ნებით გახდნენ შაჰიდი-თვითმკვლელები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებული "შავი ქვრივები", რომელთაც ახლობლები კავკასიაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაკარგეს. 2004 წლის აგვისტოში სწორედ ასეთმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა აფეთქება მოსკოვში.
დფჯდკლსფჯსლდკფლდს
სხვა ჩრდილო კავკასიურ ავტონომიებშიც, განსაკუთრებით ინგუშეთსა და დაღესტანში, თავდასხმების და ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო ხშირია. წლების მანძილზე მატულობს პოლიტიკოსების და მოსამართლეების მკვლელობები. ამ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობაც უკიდურესად გართულებულია. უამრავი უმუშევარი ჩრდილოკავკასიელი იძულებულია სამსახურის საშოვნელად მოსკოვში გადასახლდეს.
დფჯდკლსფჯსლდკფლდს
როგორც თავად რუსი ექსპერტები აცხადებენ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, მთელი პოლიტიკური სისტემის პრობლემაა, რასაც რუსეთში მმართველი ინსტიტუტების არაეფექტურება განაპირობებს. ის დამოკიდებულება კი, რაც გააჩნია ხელისუფლებას კავკასიის ხალხებისადმი და ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ამ რეგიონში, მხოლოდ და მხოლოდ მეტ სიძულვილს თესავს ამ რეგიონის ხალხებში და სწორედ ამიტომაც არის არაეფექტური – მიაჩნიათ ექსპერტებს.
დფჯდკლსფჯსლდკფლდს
ყარაჩაელი პოლიტოლოგი, ფატიმა ტლისოვა მიიჩნევს, რომ პრობლემა იმ სამასწლოვანი ურთიერთობიდან მოდის, რომელიც არსებობს რუსეთსა და კავკასიის ხალხებს შორის. "ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს ვრცელი ისტორია აქვთ ტანჯვისა და თავგანწირვისა. რუსეთის მხრიდან რამდენჯერმა განხორციელდა მათი დეპორტაცია, ეთნიკური წმენდა, სისასტიკის გამოვლინებები. ახლა კი შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც 90-იანებში დაწყებული თავისუფლებისათვის ბრძოლა, გადაიზარდა "ჯიჰადში" რუსეთის წინააღმდეგ. კრემლი კი, იმის მაგივრად რომ ცივილიზებული მეთოდებით გადაწყვიტოს ჩრდილო კავკასიის პრობლემა, გადასულია უფრო მეტ ძალადობაზე, მეტი სამხედრო ძალების შეყვანაზე რეგიონში. ეს კი პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს და ამძიმებს".
დფჯდკლსფჯსლდკფლდს
რუსი ჟურნალისტი, მოსკოვის კარნეგის ცენტრიდან, მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ "ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკა ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში შეიცვალა. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვმა საკუთარი ხალხი მოიყვანა, მისცა მათ ფული და ყველაფრის, მათ შორის ამ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ძალადობის და სისასტიკის უფლება. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ძალადობამ საგრძნობლად მოიმატა. ადრე რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ამ რეგიონში. მათ ეკავათ ასეთი პოზიცია, რომ მთავარია ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ და იქ, რაც უნდა, მოხდეს. თითქოს ჩრდილო კავკასია ქვეყნის ნაწილი არ იყო. ასეთი დამოკიდებულება ამ რეგიონისადმი, დამღუპველი აღმოჩნდა".

ლიპმანის თქმითვე, "ის მეთოდები, რომელსაც იყენებს კრემლის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონის სამართავად, არის სასტიკი და ლახავს ადამიანის უფლებებს. ჩრდილო კავკასიაში სტატისტიკა ამ კუთხით შემაძრწუნებელია. შედეგად ამ ყველაფერს მოსდევს რადიკალური ისლამის აღორძინებაც, დამნაშავეობის მატება, ფეოდალური კლასის ჩამოყალიბება. ეს პრობლემები კი, სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს და რეგიონშიც მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, რაც მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების "დამსახურებაა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100