მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ პრეზიდენტი შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი მარშის მონაწილეებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სიტყვით მიმართავს.
მარშის მონაწილეებმა ხუთი ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე პრეზიდენტის გარდა მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მიმართავენ. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.
კომენტარი