სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აი თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები - გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად" - სვანეთში ავტოავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მუ­ლა­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბის გამო გზებ­ზე ცუდი ხილ­ვა­დო­ბა იყო, რის შე­დე­გა­დაც, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი: "სა­ში­ნე­ლი ღამე იყო უშ­გულ­ში...ღა­მის 3 სა­ათ­ზე ტე­ლე­ფო­ნი რე­კავს ...ნუკ­რი ლე­ვანს აღ­ვი­ძებს და მი­დი­ან... ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ მან­ქა­ნა არის ამო­საყ­ვა­ნი...არ დაგ­ვი­ჯე­რე­ბია... დე­დი­კომ თქვა ცუდი ამ­ბა­ვი რო იყოს, კი­ვი­ლი მოგ­ვეს­მე­ბაო, სტი­ქი­ის დროს მურყმე­რი­და­ნაც კი ის­მო­და კი­ვი­ლიო. ვი­დე­ქით მე და დედა ფან­ჯა­რას­თან და ვცდი­ლობ­დით გა­მოგ­ვეც­ნო რა ხდე­ბო­და. .ვი­დე­ქით და ვუ­ყუ­რებ­დით საით მი­დი­ო­და ჩვე­ნი მან­ქა­ნა. ვი­ყუ­რე­ბით ფან­ჯრი­დან სა­ი­და­ნაც მთე­ლი უშ­გუ­ლი მო­ჩანს. ყვე­ლა ეზო­დან მან­ქა­ნა გა­მო­დი­ო­და და ქვე­ვით­კენ მი­დი­ო­და ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ იყო რო რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. და აი თურ­მე სად გარ­ბოდ­ნენ უშ­გუ­ლე­ლი ბი­ჭე­ბი - გა­მორ­ჩე­უ­ლი უშ­გუ­ლე­ლი გი­ორ­გე­ბის საშ­ვე­ლად, სა­ძებ­ნე­ლად, ნეტა ეს ყვე­ლა­ფე­რი წუ­ხელ დამ­სიზ­მრე­ბო­და. რო­გორ ვეხ­ვე­წე­ბო­დი გიო რა­ტი­ანს "დედე"ში მთა­ვარ როლ­ში უნდა გა­და­გი­ღო, ძაან სიმ­პა­ტი­უ­რი ხარ­თქო, ჩემ ნათ­ქვამ­ზე ეცი­ნე­ბო­და . არ დამ­თან­ხმდა...არა არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ ...და სხვა­ნა­ი­რე­ბის ად­გი­ლი კი ალ­ბათ არ არის ამ ცოდ­ვილ მი­წა­ზე...", - წერს მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100