"მიხეილ სააკაშვილის მაგალითი და თავგანწირვა დაილექება და დარჩება ისტორიას" - ხატია დეკანოიძის მიმართვა აქციაზე
ქუთაისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა და მაგალითი ისტორიას დარჩება.
"მე მინდა აქედან ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს ისტორიის ნათელი მხარეა და დღეს, ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში.
მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით, ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ ეს იყო სამშობლოს სიყვარული",-თქვა ხატია დეკანოიძემ.
#თავისუფლებამიშას - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებს თავად მესამე პრეზიდენტმაც მიმართა. მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
კომენტარი