"როგორ დაამთხვია მისვლა კაწროს დაკითხვას?! რაზე ესაუბრა ოთხი წუთი გური ამირხანაშვილს" - კითხვები ლაშა ლურსმანაშვილს
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა, თუმცა მის მიმართ კითხვები არ წყდება. "ქრონიკა პლუსის" მთავარ რედაქტორს, გამოკითხულ პირთან ათზე მეტი კითხვა აქვს, რომელსდაც უცვლელად გთავაზობთ:
"კითხვები ლაშა ლურსმანაშვილს:
1.სად და რა ვითარებაში გააჩერა უფანჯრო თეთრი მარშუტკა
2. იცნობდა თუ არა მძღოლს, ისხდნენ თუ არა სხვა მგზავრები და რატომ შეჩერდა მარშუტკა ფერად შენობასთან?
3.რა პირად საქმეზე მოდიოდა თბილისში და ჰქონდა თუ არა მობილური ტელეფონი( ნომრის დაზუსტებით)
4.ისარგებლა თუ არა გზაში მობილური ტელეფონით (დაურეკეს,დარეკა)
5.რაზე ესაუბრა ოთხი წუთი გური ამირხანაშვილს
6.სად წავიდა დიდუბიდან
7.რამდენ ხანს დარჩა თბილისი
8.როდის დაბრუნდა ხაშურში
9.როდის შეიტყო და სად ნახა გავრცელებული კადრები?
10.ვინ ჩამოიყვანა თბილისში
11.ვინ მიიყვანა შსს-ში
12.როგორ დაამთხვია მისვლა კაწროს დაკითხვას?!
#რასკითხავსგამომძიებელი?"- წერს კილაძე.
კომენტარი