სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის გამო სექს-მუშაკებს უსაფრთხოების ახალი ნორმები დაუწესეს

შვეიცარიაში სექს-მუშაკები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ, თუმცა იძულებულნი იქნებიან უსაფრთხოების ახალი წესები დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

ახალი რეგულაციით, მათ მხოლოდ ორ პოზაში უნდა იმუშაონ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს (ე.წ. Doggy Style და reverse cowgirl პოზიცია), ანალური აქტის შემთხვევაში კი ხელთათმანებიც უნდა ეკეთოთ.

რეკომენდებულია პირბადეებიც, ყოველ ახალ კლიენტს კი სექს-მუშაკებმა გამოცვლილი თეთრეული უნდა დაახვედრონ. ამასთან, კლიენტების ანონიმურობა დაცული ვეღარ იქნება. მათ შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 4 კვირით შეინახავენ.

შვეიცარიაში პროსტიტუცია 1942 წლიდან არის ლეგალიზებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100