ჩინეთში დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება - ვირუსს უკვე 425 ადამიანი ემსხვერპლა
ორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 425-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირებულთა 20 ათასზე მეტი შემთხვევა.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო რესურსების დეფიციტია. ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.
ამჯერად ქვეყანა ტაივანის 500-მა მოქალაქემ დატოვა.
ჩინეთის გარეთ მომაკვდინებელი კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევა 26 ქვეყანაში ფიქსირდება.
კომენტარი