სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავი ჰამაკი ნატახტარის ახალი ბრენდის „ნატახტარი ლაითის“ სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა

ხაშურის, თბილისისა და ბათუმის თავზე მფრინავი ჰამაკის საიდუმლო, რომელმაც უკვე მოიპოვა „ხაშურელი ალადინისა“ და „თანამედროვე შერეკილის“ მეტსახელი, ამოხსნილია. დრონით გაფრენილი "ადამიანის" რეალური ისტორია კომპანია „ნატახტარმა“ საზოგადოებას უკვე ამცნო - მფრინავი ჰამაკი კომპანიის ახალი ბრენდის „ნატახტარი ლაითის“ სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა.

ასევე გაირკვა, რომ ვიდეო ნატახტარის ახალ ბრენდზე “ლივინგსტონმა“ გადაიღო, რომლის პრომოუშენ კამპანია კომპანია “ჯეპრამ“ განახორციელა.

„რადგანაც საქმე ეხებოდა ახალ მსუბუქ ლუდს, ჩვენ ავიღეთ სიმსუბუქის ერთ-ერთი სიმბოლო ჰამაკი და ლუდის სმის დემონსტრირების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქის თავზე ვაფრინეთ" - განმარტავენ ლივინგსტონში.

თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა აუცილებლობებით, პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით. მართალია, შეუძლებელია მათი თავიდან არიდება, მაგრამ შესაძლებელია მათი შემსუბუქება. სწორედ ამიტომ შეიქმნანატახტარი ლაითი”, რომელიც ერთი მხრივ ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუდინატახტარია”, თუმცა უდარდელი, ლაღი და მსუბუქი.“ლივინგსტონთანერთად ვეცადეთ ბრენდის ეს განწყობა თავისუფლებისა და სილაღის ორი სიმბოლოსფრენისა და ჰამაკის, გაერთიანებით წარმოგვეჩინა. მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონამდე ნახვა, გვაფიქრებს, რომ მიზანს მივაღწიეთ. იმედს ვიტოვებთნატახტარი ლაითიცდაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, - აცხადებენ “ნატახტარში“.

მნიშნელოვანია, რომ მფრინავი ჰამაკის იდეას გამოხმაურება მოყვა როგორც ქართულ ინტერნეტსივრცეში, ისე უცხოურ მედიაში. „ნატახტარი ლაითის” სარეკლამო რგოლი შეგიძლიათ მის ფეისბუქ გვერდზე ნახოთ:

https://www.facebook.com/NatakhtariLight/videos/216651195500611/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100