სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკი ყურადღება ხანშიშესული ადამიანების პრობლემზე გაამახვილა

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანების პრობლემებს შეეხო:

„ჩვენს ქვეყანაში ხანშიშესულ ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს, ეს უძველესი და ძალიან კეთილშობილი ტრადიცია დავიწყებას ეძლევა!


სულ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ უმწეო, მძიმე დაავადებების მქონე მოხუცებს სრულ მარტოობაში, აუტანელ პირობებში უწევთ სიცოცხლის უკანაკსნელი წლების გატარება.
მათ ხშირად იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტები შეიძინონ! ზოგიერთ საბრალოს სახლები მოტყუებით დააკარგვინეს, ვიღაცას ნათესავები არ დარჩა, ზოგი კი, საკუთარმა შვილებმა შინიდან გაყარეს!


ამ სასოწარკვეთილ მოხუც ადამიანებს არაფრის იმედი აღარ აქვთ! კატასტროფულად არასაკმარისია მოხუცთა თავშესაფრები, სადაც ისინი შეძლებდნენ ადამიანურ პირობებში ცხოვრებას, სადაც მათ გამოკვებავდნენ და უზრუნველყოფდნენ აუცილებელი მოვლით!
ჩემი საქველმოქმედო ფონდი უკვე მრავალი წელია ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცს. ფონდი უმსუბუქებს მათ მძიმე ხვედრს, ეხმარება საშინაო საქმეების გაკეთებაში, უზრუნველყოფს მათ აუცილებელი მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გაჭირვებულის დახმარების ძალა არ შეგვწევს!


მიტოვებული მოხუცების პრობლემის სრულად მოგვარება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრით მოსახლეობის სოციალური დაცვის სამსახურები დაკავდებიან! ამიტომ, მე მოვუწოდებ სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოცემული პრობლემის მოგვარება!


ეს ხანდაზმულები მთელი ცხოვრება სამშობლოს სასიკეთოდ შრომობდნენ და ვინ, თუ არა სახელწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ღირსეული სიბერე ჰქონდეთ?!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100