ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე, მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოს დელეგაციას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი დახვდნენ.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან, როგორც პირისპირ , ისე გაფართოებულ ფორმატში.
კომენტარი