მაკსიმ გაკლინი: ჩვენ-ჩვენს კონჩიტებს მივხედოთ
ევროვიზია 2014-ზე კონჩიტას გამარჯვებამ რუსეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ცნობილი და რიგითი ადამიანები ევროპას არჩევანს უწუნებენ, აკრიტიკებენ და დასცინიან. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა რუსი მსახიობი, მომღერალი და იუმორისტი მაკსიმ გაკლინი
„დაგავიწყდათ, რომ სწორედ რუსეთმა გაუშვა ევროვიზიაზე ჯგუფი ტატუ, როდესაც მისი წევრები ჯერ კიდევ არასრულწლოვანები იყვნენ. საოცარია, რომ ვერკა სერდიუჩკა და კონჩიტას ქერა ვარიანტი, სერგეი ზვერევი განიხილავდნენ ევროვიზიის ფინალს პირდაპირ ეთერში.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ახლა ავსტრია გამარჯვებულია. ჩვენ ქვეყანას ურჩევნია ჯერ საკუთარი კონჩიტები გაარჩიოს და მერე ვისაუბროთ სხვა დანარჩენზე“ - განაცხადა ალა პუგაჩოვას ქმარმა.
კომენტარი