როგორ მოიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა?
ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში საგრძნობლად მოიკლო და ვანოს შოუს ეთერში გასვლის შემდეგ ეს ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. როგორც ჩანს ამ საკითხთან დაკავშირებით ნანუკას რჩევა ძალიან ბევრმა ფეისბუქ მეგობარმა სთხოვა, რაზეც ტელეწამყვანის ფეისბუქ სტატუსიც მოწმობს.
“1. არ ვარ განსაკუთრებულ დიეტაზე:)) 6 ის შემდეგ არ ვჭამ უბრალოდ და პური ამოვიღე. 2. არაფერი არ გამიკეთებია და 3. არც არაფერი მჭირს. ( ერთს უწერია ავად ყოფილა და იმიტომ გახდა ასეო).:)) ძალიან კარგად ვარ:) ხომ იცით რამე დიეტა რომ მქონდეს გეტყოდით:) გთხოვთ ინბოქსში აღარ მთხოვოთ დიეტა:)) მიყვარხართ თქვენი ნანუკა” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
კომენტარი