სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

თბილისი, 3 დეკემებრი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი დიღმის მასივის, მესამე კვარტალში მდებარეობს.

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, მომხმარებელი შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox–ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ–კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 45 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაცია Express–ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100