სპეცოპერაციების სერია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკო რეალიზატორი
სპეცოპერაციების სერია თბილისსა და რეგიონებში - ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკო რეალიზატორი.
ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, დაკავებულთა წრე გაიზრდება.
"დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.
ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება," - თქვა კუპატაძემ.
კომენტარი