გიორგი ფოჩხუას მკვლელი პოლიციას ჩაბარდა
მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია სამართალდამცველებს ჩაბარდა. ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, იგი უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ ორი დღის წინ გამორიყა.
კომენტარი