"ერთი საათის წინ გარდაიცვალა..." - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უსახლკარო მოხუცებს ხშირად ეხმარება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა.
ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე.
სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა, რათა ხარ მოწყენილი-მეთქი ვკითხე, და მეშინიაო!
რამე რომ დამემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო.
ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა.
ნარდი გიგამ წაიღოსო, დაუბარებია.
გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარი