ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
პარლმენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგა ბუკია ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლას გამოეხმაურა და ახალი კომპანის შემოსვლის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, ხოლო მაღალი კონკურენცია ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილი ჯენერიკების ხარისხს, მას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს. ზოგადად, ჯენერიკების შემოტანა და გამოყენება ცუდი არ არის, რასაკვირველია. პირიქით, ეს გააიაფებს ჯანდაცვის ხარჯებს. მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის, რომელთაც სჭირდებათ აღნიშნული პრეპარატები. ზოგადად ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშესაბამისად, ბაზარი თავისუფალი. გარდა ამისა, დაინტერესებულ კომპანიებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ბაზარზე შემოსვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ,,ჰუმანითი ჯორჯია“ ცნობილი კომპანიაა, რომელიც ფლობს ხარისიხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხში კი, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს“.
„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
კომენტარი