სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიმდინარე წლის აპრილში 2981 დანაშაულია რეგისტრირებული

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, რეგისტრირებულია 2981 დანაშაული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
შსს-ინფორმაციით, აპრილის თვეში დარეგისტრირებული შემთხვევებიდან გაიხსნა 1277 დანაშაული.
"დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელია 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -7.22%", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.
უწყების ცნობით, 2015 წლის აპრილის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 1958 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1102 დანაშაული.
"დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.28%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.68%", - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს აპრილის თვის მონაცემებთან ერთად, იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 11787 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6226 დანაშაული.
"დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელია 52.82%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -12.91%", - აცხადებენ შსს-ში.
2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 8139 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 5312 დანაშაული.
"დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.88%", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100