გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობაშია.
მხარეებმა იმსჯელეს ჩიკაგოს სამიტის ფორმასა და შინაარსობრივ მხარეზე. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში ეკონომიკურ საკითხებსა და პოლიტიკურ პროცესებს.
"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩიკაგოს სამიტისთვის მზადება. ის განსახორციელებელი გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოკავშირეებს გააჩნიათ". - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო, მაღალი დონის შეხვედრა ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვით ადრე.
კომენტარი