სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ჩვილს „დელტას“ ვირუსი დაუდასტურდა, მეორესთან ბრიტანული შტამია – დავით რეხვიაშვილი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი სამი ახალშობილის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომლებიც კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

როგორც დავით რეხვიაშვილი ამბობს, ერთ შემთხვევაში გამოვლენილია ე.წ. დელტა შტამი, დანარჩენ შემთხვევაში მიმდინარეობს კვლევები შტამის დადგენის მიზნით.

„აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი ბავშვები არ გვყოლია. ერთ-ერთი მათგანი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი, შესაბამისად, ვიცით იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვიცით, რომ პრევალირებს ინდური შტამი, ამიტომ გაგვიჩნდა ამასთან დაკავშირებით ეჭვი, და შესაბამისად, ჩაერთო ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გაგზავნილი იქნა ნიმუში. სპეციფიური PCR კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია, თუმცა სეკვენირება გაკეთებული არ არის.

კორონავირუსი დადასტურებულია ერთმნიშვნელოვნად, უბრალოდ რომელი შტამია, ამის გასარკვევად გვაქვს გაგზავნილი კვლევაზე ნიმუში. პირველადი პასუხი სპეციფიკური PCR ტესტირებით დადგინდა, რომ ერთ პაციენტთან არის დელტა ვირუსი, რომელიც გადმოყვანილი იქნა აფხაზეთიდან, ხოლო მეორე პაციენტთან ბრიტანული შტამია, მაგრამ საბოლოო პასუხი ეს არის სეკვენირებით და ამას სჭირდება დრო,” – ამბობს დავით რეხვიაშვილი.

დავით რეხვიაშვილის თქმით, სამი ახალშობილი კლინიკაში რესპირაციული გართულებით შეიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100