4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: დღეს პირველობის სურვილს უკანა პლანზე თუ დაწევთ, უკეთესი იქნება. თქვენი ინტერესები მჭიდრო კავშირში იქნება სხვის გეგმებთან. არ არის გამორიცხული, დაეხმაროთ თანამსრომელს, ან პირიქით, ისინი დაგეხმარონ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. თავი აარიდეთ ინტრიგებს. გაღიზიანება და აგრესია შეიკავეთ. ამან თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.
კურო: დღეს თქვენი მცდელობა, მიიქციოთ უფროსის ყურადღება, წარუმატებლად დამთავრდება. თქვენ მისი კაპრიზების შესრულება მოგიწევთ მხოლოდ. სავსებით შესაძლოა, ამან სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ.
ტყუპები: აქტიური დღე გელით. მრავალ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა. მოახდენთ დადებით შთაბეჭდილებებს, რაც თქვენს ავტორიტეტზე შესაბამისად აისახება.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ახლობლები ყველანაირად ეცდებიან თქვენთვის სამყარო უკეთესად წარმოაჩინონ. შეუერთდით მათ ჯგუფს და უარი არ თქვათ მათ დახმარებაზე. თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან მაქსიმალური კონტაქტი!
ლომი: ამ მომენტისათვის თქვენი ცხოვრება შესაძლოა ნამდვილ სპექტაკლად იქცეს, რომელშიც თქვენი როლი აუცილებლად მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულოთ. ეცადეთ არ მოწყდეთ რეალობას. იყავით ოპტიმისტურად განწყობილნი და გჯეროდეთ, რომ აღნიშნული სპექტაკლი თქვენთვის წარმატებით დასრულდება!
ქალწული: დღეს მეტად ემოციური დღე იქნება. ბევრი რამ რასაც მოისმენთ შესაძლოა არ გესიამოვნოთ და ძალიან მკვეთრი რეაგირებაც მოახდინოთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და არავითარ ინფორმაციას არ მისცეთ საშუალება ხასიათი გაგიფუჭოთ.
სასწორი: დღეს ჯგუფური საქმიანობა თქვენთვის შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში მონაწილეობას მხოლოდ საკუთარი იდეის წარმოთქმით მიიღებთ. არ ამოეფაროთ სხვა ადამიანების ზურგს, იმის იმედით რომ მათი მოქმედება რაიმე საკითხის გადაწყვეტისას სრულებით საკმარისი იქნება. თქვენ მნიშვნელოვანი ადგილი გიჭირავთ ამ ჯგუფში და დროა თქვენი როლი შეასრულოთ. გაბედეთ, გადადგით თქვენთვის სასურველი ნაბიჯი და ყველაფერი კარგად იქნება!
მორიელი: დღევანდელი დღე თქვენთვის სრულიად ჩვეულებრივი და საკმაოდ სასიამოვნო იქნება. ის სამუშაო, რომლითაც თქვენ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყავით დაკავებული, დღეს მოშვებისა და მოდუნების უფლებას გაძლევთ. ასეთ შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა დატკბეთ თითოეული წუთით. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყოველგვარი მოსაწყენი სამუშაო. კარგი იქნება თუ დღეს არაფერს იჩქარებთ და არაფერზე იდარდებთ.
მშვილდოსანი: თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები იმდენად დაკავებულები არიან სხვადასხვა საქმეებით რომ იძულებული ხართ საკუთარ თავს კითხოთ, მოგაქცევენ თუ არა ისინი ოდესმე ყურადღებას. თუმცა, თუ არ დაგეზარებათ შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანს დაეხმაროთ კიდეც ამა თუ იმ საქმეში. ერთობლივად საქმეს შედარებით ადრე მორჩებით და დარჩენილ დროს კი ერთად გაატარებთ. თქვენც აღარ გაგიჩნდებათ მარტოობის შეგრძნება და თქვენთვის ახლობელ ადამიანსაც გაუწვდით დახმარების ხელს.
თხის რქა: დღეს მრავალ ქათინაურს მიიღებთ, რაც ძალიან გასიამოვნებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ მოსწყდეთ რეალობას. თუ დღეს საკუთარი თავის ქებასაც მოუჰყვებით, მაშინ აუცილებლად მახეში აღმოჩნდებით. რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
მერწყული: ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებთან ერთადაც დღევანდელ დღეს გაატარებთ, ძალიან კარგად გიგებთ. თქვენ ერთნაირი მიზნები გამოძრავებთ და ამ მიზნების მიღწევაში ერთმანესის დახმარებაც შეგიძლიათ. ახლა არ არის იმის დრო, რომ თქვენი საქმეებით დაკავდეთ, უკეთესი იქნება თუ პარტნიორულ თანამშრომლობას მიჰყოფთ ხელს. თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად შეასრულეთ. ამ გზით როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს საქმიან პარტნიორსაც დაეხმარებით, რაც ერთმანეთისადმი ნდობით გაგმსჭვალავთ!
თევზები: დღეს თქვენი მეხსიერების მადლიერი ნამდვილად ვერ იქნებით და შედეგად, შესაძლოა, დაიტანჯოთ კიდეც. თუმცა, თუ საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებთ, მაშინ სრულიად ნორმალურად და ჩვეულებრივ დაასრულებთ დღევანდელ დღეს. უკეთესი იქნება თუ დღეს დინებას მიჰყვებით და ამა თუ იმ დაბრკოლებების გადასალახად ბევრს არ იფიქრებთ. არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, რადგან დღეს ნებისმიერი დეტალი შესაძლოა დიდ პრობლემად მოგეჩვენოთ.
კომენტარი