საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად
26 იანვარი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლებაში მეწარმემ მარანი მოაწყო და ადგილობრივ ბაზარზე უკვე აქტიურ რეჟიმში ახორციელებს 5 დასახელების ღვინის: რქაწითელის, ჩხავერის, ცოლიკაურის, უსახელაურის და საფერავის რეალიზაციას.
სამომავლოდ იგეგმება მარნის გაფართოებაც.
ასევე, სასტუმროსა და რესტორანში სტუმრების მიღება. გარდა ამისა, „ჯაფარიძეების მარანს“
ბანკის მხარდაჭერით ახალი დანადგარი შეემატა, რისი მეშვეობითაც მეწარმე ღვინოს უკვე
ბოთლებში ჩამოასხამს და ასეთი სახით გაუწევს
რეალიზაციას.
კომენტარი