ზურაბ ნოღაიდელს "პოლიტიკური დეპრესია" დაემართა
ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციის რიგებში ისეთი რიხითა და ბაქი-ბუქით გამოჩნდა, ბევრმა დაიჯერა – მიუშვი ეს კაცი და სააკაშვილის ხელისუფლებას ორიოდ კვირაში დაასრულებსო. ჰოდა, მიუშვეს კიდეც. მართალია, შარშან, 9 აპრილის აქციებზე ნოღაიდელი ახლოს არ გაიკარა რადიკალურმა ოპოზიციამ, მაგრამ სამთვენახევრიანი აქციების მერე, უშედეგოდ დაიშალნენ.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
ოპოზიციას რაც ფული ჰქონდა, საკუთარი თუ შევარდნაძის ყოფილი ჩინოვნიკების – რევანშისტების მიერ გამოგზავნილი, ამ აქციებს მიახარჯა. ოპოზიცია უფულოდ და ურეიტინგოდ დარჩა, ხალხმა ზურგი აქცია უუნარო თუ გაყიდულ ლიდერებს. აი, მაშინ იშოვა ნოღაიდელმა დრო და გალიდერება გადაწყვიტა. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო – აი, ასეთ ფონზე მოვიდა ნოღაიდელი ოპოზიციურ ავანგარდში. ფული ჰქონდა და თან, პუტინთანაც შენახვედრი იყო. ამბობენ, ამ ფულით "დაკერა" რამდენიმე ოპოლიდერი (ძიძიგური, კუკავა, დავითაშვილი...) და ამიტომაც იყო, ეროვნული საბჭო რომ ჩაუგდეს ხელთო. ვერც ეროვნულმა საბჭომ უშველა ნოღაიდელს, ვერც არჩევნებში მონაწილეობამ. ქადილი ქადილად დარჩა, ვერც ხელ-ფეხი მოამტვრია ვინმეს და ისე გაისუსა, მისი ხმა დიდი ხანია არავის გაუგია.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
იმ დროს, როცა რადიკალური ოპოზიცია დიდი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება, ნოღაიდელი არსად ჩანს. მართალია, მისი მოადგილე, პეტრე მამრაძე, მეტ-ნაკლებად აქტიურობს, მაგრამ სად პეტრე და სად – "დიდი ზურაბი"! ოპოზიციური კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ნოღაიდელი "პოლიტიკურ დეპრესიაშია".
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
იმ დროს, როცა რადიკალური ოპოზიცია დიდი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება, ნოღაიდელი არსად ჩანს. მართალია, მისი მოადგილე, პეტრე მამრაძე, მეტ-ნაკლებად აქტიურობს, მაგრამ სად პეტრე და სად – "დიდი ზურაბი"! ოპოზიციური კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ნოღაიდელი "პოლიტიკურ დეპრესიაშია".
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
განვლილი პოლიტიკური პროცესების გაანალიზების შემდეგ, ნოღაიდელი დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ოჩოფეხებზე არ დგას და არც სააკაშვილი ემზადება გასაქცევად, როგორც თავად ატყუებდა ხალხს. ნოღაიდელს ისიც კარგად გაუცნობიერებია, რომ უდაბლეს რეიტინგს, მრავალთვიანი პიარ-კამპანიის გარეშე არაფერი ეშველება, ამას კი მილიონები სჭირდება. ნოღაიდელის გარემოცვის წევრები იმასაც ირწმუნებიან, რომ მას იმედები ვერ გაუმართლეს "ქრისტიან-დემოკრატებიდან" და ნინო ბურჯანაძის პარტიიდან გადმობირებულმა კადრებმა. უკმაყოფილო ყოფილა რეგიონული ორგანიზაციების მუშაობით ადგილობრივი არჩევნების პერიოდში. არადა, მისი პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი პირიქით, საკუთარი ლიდერითაა უკმაყოფილო.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
რამდენიმე რეგიონულ და რაიონულ ოფისში ხალხს თვეობით ხელფასი არ მიუღია. ეს ხალხი სამართლიანად შიშობს, ნოღაიდელმა ჩვენი გასამრჯელო სეკვესტრში არ მოაყოლოს, როგორც ფინანსთა მინისტრობისას სჩვეოდა – ხან პენსიონერებს მოაყოლებდა სეკვესტრში, ხან უმწეოთა დახმარებებს. ამიტომ დასწრებას აპირებენ – საირმეზე, პარტიის ცენტრალურ ოფისთან გეგმავენ აქციის გამართვას. თუ ხელფასები არ მისცეს, მაშინ ნოღაიდელის სახლთან აპირებენ პერმანენტულ აქციებს, ოღონდ, ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელ სახლთან გამართონ ეს აქციები – ნოღაიდელს რამდენიმე სახლი აქვს. ზოგი ამბობს, ქობულეთიდან დავიწყოთ და თბილისის გავლით, წყნეთში დავასრულოთო. პრინციპში, ურიგო არ არის, თუ ფულს ვერ გამორჩებიან პარტიულ ბოსს, ქობულეთისა და წყნეთის კურორტებზე მაინც გაისეირნებენ.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
ამბობენ, ნოღაიდელს ბევრი ფული დაეხარჯა თავისი მომხრეების აქციებზე მოსაყვანადო. ხან ტრანსპორტში წაუვიდა ფული, ხან კვებაში, ზოგიერთებს კი ხელზე აძლევდნენ დღეში 30 ლარს. ნოღაიდელს ეს ფული რომ არ დაერიგებინა, ერთ მიტინგსაც ვერ მოაწყობდა ხეირიანსო – ამბობენ ისევ მისი მხარდამჭერები. ზურაბ ნოღაიდელმა პოლიტიკით ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვა მილიონები, როცა ხელისუფლებიდან წამოვიდა, იფიქრა, ფულს ისევ პოლიტიკაში ჩავდებ, სარფიანი ბიზნესიაო და პოლიტიკური პარტია შექმნა, ოპოზიციური ნიშაც იყიდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაპარავი ფულებით ისევ ხელისუფლებაში მოსვლა მოინდომა. მაგრამ ნოღაიდელი შეცდა, თანაც ძალიან მწარედ.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
ჯერ ერთი, ის ვერ იქცევა ლიდერად, რომელსაც ხალხი გაჰყვებოდა, ვერ იქცა შემოქმედ ოპოზიციონერად. ნოღაიდელს არაერთხელ უთქვამს, ოპოზიციონერობა უცხო არ არის ჩემთვის, შევარდნაძის რეჟიმს აკი ვუდექი ოპოზიციაშიო. ის დაავიწყდა, რომ იმ ოპოზიციაში ისეთი ხალხი იყო, მას არავინ არაფერს ეკითხებოდა – სააკაშვილი, ჟვანია, მიხეილ მაჭავარიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, კობა დავითაშვილი, გია ბარამიძე, ძმები ბერძენიშვილები, ნინო ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია, ძმები კუბლაშვილები, ელენე თევდორაძე... ჟვანია-სააკაშვილი ჯერ გაფანტულად, ცალ-ცალკე ებრძოდნენ შევარდნაძეს და როცა დაასუსტეს, როცა მისი გარემოცვის დიდი ნაწილი გადმოიბირეს ან გაანეიტრალეს, მაშინ მოახერხეს მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია და ამ შენს შევარდნაძეს, ბდღვირი ადინეს. გაამართლა მათმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ. ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, დღეს ზოგი მათგანი კია ოპოზიციაში, მაგრამ შემოქმედი ლიდერები აკლიათ. ცხონებული ჟვანია ცოცხალი აღარ არის და სააკაშვილი საკუთარი თავის ოპოზიციად ვერ იქცევა. არის კიდევ ერთი ასეთი ლიდერი, მაგრამ ის მუდამ ცალკეა, არცერთ გაერთიანებაში შედის და შალიკო ჰქვია სახელად. ნოღაიდელთან და მისთანებთან შედარებით, რას ლაპარაკობთ, შალვა გენიოსია.
დსფკდსფკსდფლ;სდფკლ;სდ
ნოღაიდელს ერთიც დაავიწყდა. როცა შევარდნაძეს ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ებრძოდა, მაშინ ძია ჯორჯ სოროსი და ათობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი აფინანსებდა მათ, ასევე, მრავალი უცხოეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი (აქაურებიც). რა ჰგონია ნოღაიდელს? კობა დავითაშვილმა სახლი რომ გაყიდა და 50 000 დოლარი მიიტანა "ნაცმოძრაობაში", მართლა იმ ფულით მოხდა "ვარდების რევოლუცია"? 50 000 დოლარის მარტო ვარდები იყიდეს მაშინდელმა რევოლუციონერებმა 2003 წლის 22-23 ნოემბერს.
ნოღაიდელს ერთიც დაავიწყდა. როცა შევარდნაძეს ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ებრძოდა, მაშინ ძია ჯორჯ სოროსი და ათობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი აფინანსებდა მათ, ასევე, მრავალი უცხოეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი (აქაურებიც). რა ჰგონია ნოღაიდელს? კობა დავითაშვილმა სახლი რომ გაყიდა და 50 000 დოლარი მიიტანა "ნაცმოძრაობაში", მართლა იმ ფულით მოხდა "ვარდების რევოლუცია"? 50 000 დოლარის მარტო ვარდები იყიდეს მაშინდელმა რევოლუციონერებმა 2003 წლის 22-23 ნოემბერს.
ზურიკოს ეგონა, ფულს დავხარჯავ, ტალღებს ავაგორებ და მერე რუსებიც მომეშველებიანო. ეტყობა, რუსეთი დროულად ვერ მიეშველა ან პუტინმა საერთოდ დაიკიდა ერთ ადგილას (ფეხს ვგულისხმობ! მაინცდამაინც რაიმე უმსგავსობას ნუ იფიქრებთ!). ჰოდა, ახლა ეგ შენი ნოღაიდელი იმ ძია მაკარივით არის, ქარვასლა რომ ეწვის და მილიონები ეკარგება. ძალიან ქესეტად და ჯიბედამწვარია. ტყუილად ფანტა ფული, ვერც მის რეიტინგს უშველა რამე და ვერც – პარტიას. აგერ, ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთში, ნოღაიდელისთვის კაციც მიუგზავნიათ, მაგრამ გარეთ არ იხედება თურმე. პეტრე მამრაძე გამოუგზავნია – ზურას სძინავს და როცა გაიღვიძებს, დაგირეკავთო. როცა ნოღაიდელი გაიღვიძებს, პარტია დაშლილი დახვდება და მის სახლთან მისივე თანაპარტიელების ტრანსპარანტები შეეფეთება, ხელფასების მოთხოვნით მიტინგებს რომ გაუმართავენ.
P.S. ნოღაიდელის გაქრობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შეიძლება ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის საქართველოდან გაქცევა იყოს. ჩხარტიშვილი ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთ დამფინანსებლად მოიაზრებოდა და თავად ნოღაიდელმაც აღიარა, რომ ის მისი უახლოესი მეგობარია და საქართველო იმის გამო დატოვა, რომ ხელისუფლება ჩხარტიშვილს აიძულებდა მის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. არ არის გამორიცხული, ჩხარტიშვილმა არა, მაგრამ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენებები იმ ადამიანებმა მისცეს, ვინც ნოღაიდელის ფინანსთა და პრემიერმინისტრობის დროს მისი დანაშაულებრივი ქმედებების მომსწრენი იყვნენ.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი