შალვა ნათელაშვილის ”Down with dictator” თეთრ სახლთან და მისი სხვა "მარგალიტები" (ვიდეო)
განახლებულია: 25.12.2011; 09.25 სთ.
საქართველოს მთავარმა "მშრომელმა" დადებული პირობა შეასრულა და ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო...
აქვე გთავაზობთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ფრაზებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პერსონისთვის შერქმეული მეტსახელებს.
ზოგადი ფრაზები:
„ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ!“
„ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება...“
შალვა ნათელაშვილი: "როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ".
დათო აქუბარდია: „ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა...“
შალვა ნათელაშვილი: "კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა..."
არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ლექსში ილიას გარდაცვალების შემდეგ თქვა – ლ.ბ.
"მწოლიარე ინსპექტორები მოგვიჩინეს გზებზე...“– თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ნათელაშვილმა გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბამპების შესახებ.
"ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს-კლასით რომ დაფრინავენ, რა ჰგონიათ, წინ რომ იჯდებიან პირველები ჩავლენ თუ რა?"
„ნორმალური ორგანიზმები განაყოფიერებით მრავლდებიან, მოქალაქეთა კავშირი კი ბაქტერიებივით დაყოფით მრავლდება...“
„წავიდა ნატო და მივსდევთ ყვირილით "დეიდა ნატო, დეიდა ნატოო!.."
მიხეილ სააკაშვილზე:
„დადის აქეთ იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით!“
„თბილისში 5 თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა“.
„მიშამ 1000 კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ“.
"როგორც პატარძალს არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა."
„რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?!“
„სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს...“
„ამერიკას ნაბრძანები აქვს მიშასთვის, რომ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში არ დაუშვას..“
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან"
არჩევნებზე:
"ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში."
„ახლა თქვენ გჯერათ, რომ დუშეთში მოიგო ვალოდია ჯინჭარაძემ, რადიატორთან რომ ზის, და შალვა ნათელაშვილმა წააგო?“
განათლების რეფორმაზე და ალექსანდრე ლომაიაზე:
„...ეგ ირმის კი არა, ჯორის ნახტომია...“
„ქართველი შუშანიკის წამების ისტორია ამოიღო ლომაიამ სასწავლო პროგრამიდან...“
შალვა ნათელაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული მეტსახელები:
"დაღლილი ვირი" – ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ–მინისტრობის დროს
„ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლაჯუნა“ – ეროსი კიწმარიშვილი
„აჭარელი ლუი დე ფიუნესი“ – კობა ხაბაზი
კომენტარი