გურჯაანში კაცი მეზობელს ნაჯახით დაესხა თავს
ინციდენტი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში - ყოფილი პოლიციელი სოსო ასიტაშვილი თავისმა თანასოფლელმა ლევან მიტიჩაშვილმა ხანჯლით დაჭრა.
დაზარალებულს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას სასწრაფო ოპერაცია გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისხლიანი გარჩევის მიზეზად სოფელში დანაშაულში ეჭვმიტანილსა და პოლიციელს შორის ძველი წყენა სახელდება. საქმეს გურჯაანის პოლიციის სამმართველო იძიებს.
კომენტარი