გალის რაიონთან ე.წ. საზღვრები შესაძლოა, 9 მაისიდან მთლიანად ჩაიკეტოს
გალის რაიონთან ე.წ. საზღვრები შესაძლოა, 9 მაისიდან მთლიანად ჩაიკეტოს. ამის შესახებ დღეს გალში, განათლების დე ფაქტო განყოფილებაში შეკრებილ მასწავლებლებს განუცხადეს.
"დღემდე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან ერთი გადასასვლელი იყო, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა და რუსი მესაზღვრეები ამის უფლებას აძლევდნენ. დღეს კი განაცხადეს, რომ 9 მაისიდან ამ გადასასვლელსაც ჩაკეტავენ და სარგებლობა მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით იქნება შესაძლებელი", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.
კომენტარი