მაგთიკომის განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე
Fake ნიუსებთან „მებრძოლი“
- კომუნიკაციების კომისია თავად არის Fake ნიუსების გამავრცელებელი
2020 წლის ანგარიში -
„ნამდვილი თუ მოგონილი“ ?
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში (https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf) საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას და კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება.
არაკომპეტენტურობისა
და ფაქტების დამახინჯების აშკარა მაგალითები კომისიის 2020 წლის ანგარიშში მრავლად
გვხვდება, საილუსტრაციოდ კი რამდენიმეს მოვიყვანთ:
„ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებს
კომისია მის წარმატებად,
სახელმწიფოსთვის სასარგებლო
და პოზიტიურ მოვლენად აფასებს მაშინ, როდესაც საჯაროდ ცნობილია
ვენეციის კომისიის უკიდურესად უარყოფითი დასკვნა ამ კანონთან (ცვლილებებთან) მიმართებაში
(წყარო - კომისიის 2020 წლის ანგარიშის გვ. 12 და ვენეციის კომისიის დასკვნა https://www.venice.coe.int/webforms/documents/?opinion=1008&year=all; https://idfi.ge/public/upload/Analysis/Venice-and-GNCC.pdf).
ამასთან,
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც,
რომ კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ კომპანიის
51%-იანი წილიც გაიყიდა კომისიის თანხმობის გარეშე.
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების რეგულირება
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების გამართლება აბსურდული და ყალბი არგუმენტებით, როდესაც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში
მსგავსი ფორმით რეგულაცია არ არსებობს, საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოტენციური ვირტუალური
ოპერატორის აშკარა მხარედ აქცევს
და უკარგავს მას დარგის მარეგულირებელი, ნეიტრალური არბიტრის როლს. კონკრეტულად:
·
კომისია (2020 წლის ანგარიშის გვ. 15) ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო
დაშვების საჭიროებას ITU-ს რეკომენდაციით „ამყარებს“ და აცხადებს, რომ თუ
საოპერაციო მარჟა 25%-ზე მაღალია, ეს
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების საჭიროებას აჩენს.
ტყუილთან გვაქვს საქმე, რადგან რეკომენდაცია, რაზეც კომისია აპელირებს, არ არის
კავშირში ITU-სთან, ეს არის 20 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა
ფიზიკურმა პირმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2020 წელს დეტალური
პასუხი გასცა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია BDO-მ და Kalba International,
Inc.-მა (გვ.11 - https://www.magticom.ge/files/BDO_Kalba_International-ka.pdf);
· კომისია
(2020
წლის ანგარიშის გვ. 15) აცხადებს,
რომ მობილური ოპერატორების საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40%-ზემეტი იყო, მაგრამ კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. დამწყები ფინანსისტისთვისაც კი ცნობილია, რომ საოპერაციო მარჟა და EBITDA სხვადასხვა
ცნებაა.
მხოლოდ მაღალი EBITDA-ს არსებობა არ ნიშნავს, რომ
კომპანია მოგებაზეა.
ფაქტია,რომ მოქმედი სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე
მობილური ოპერატორიდან ორი
რამდენიმე წელია წმინდა ზარალზეა (რისი დამადასტურებელი ანგარიშებიც
საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე - www.reportal.ge
);
·
ურთიერთგამომრიცხავია კომისიის პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. კომისიის 2019 და 2020 წლის ანგარიშები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. თუ 2019 წელს კომისიის ანგარიშში
(გვ. 30 - https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf) ვკითხულობთ, რომ საცალო ბაზარი კონკურენტულია
და რეგულაციის დაწესების აუცილებლობა არ გამოვლინდა, 2020 წელს (ანგარიშის
გვ. 16), იმ პირობებში, როცა ბაზარზე უფრო
ხელმისაწვდომი პაკეტები გაჩნდა და ფასები გაიაფდა, კომისია ასკვნის, რომ კონკურენცია შეზღუდულია, ტარიფები კი მაღალი;
·
2020 წლის ანგარიშის მე-15 გვერდის მიხედვით,
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია თითქოს არ ერევა სატარიფო რეგულაციაში
და ფასწარმოქმნის ნაწილს ოპერატორებს შორის კომერციულ საწყისზე ტოვებს. ესეც
მორიგი ტყუილი - კომისია ერევა როგორც დაშვების, ისე სატარიფო რეგულაციაში იმ
ფორმით, რომ აწესებს სავალდებულო მეთოდოლოგიას, თუ როგორ უნდა დაანგარიშდეს ფასები (Retail-minus მეთოდოლოგია), თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან;
·
კომისიის 2020 წლის ანგარიშის მე-15 გვერდის მიხედვით, მცირე და საშუალო ოპერატორები წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმართავდნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს და ვირტუალური ოპერატორის სახით ქსელზე დაშვებას სთხოვდნენ. ესეც ცალსახა ტყუილია - დიდი ოპერატორების მხრიდან ვირტუალური ოპერატორის დაშვებაზე არც
ერთი ხელშეშლის ფაქტი და არც კომისიაში დაფიქსირებული და განხილული საჩივარი
არსებობს, და უფრო მეტიც, არც ჩამოყალიბებული მომართვის წერილი რომელიმე
ვირტუალური ოპერატორობის მსურველისგან.
·
კომისიის
ანგარიშის მე-18 გვერდის მიხედვით - “…კომპანია EY-ის დასკვნა აჯამებს ბაზარზე
არსებულ კონკურენციას და აღნიშნავს, რომ კონკურენციის გაჯანსაღებას სწორი
რეგულაციები სჭირდება”. რეალურად, EY საკუთარ დასკვნაში (დასკვნის მე-5 გვერდი)
წერს, რომ „EY-ს არ ჩაუტარებია ანალიზი/კვლევა საქართველოში MVNO რეგულაციის
საჭიროების შესახებ, შესაბამისი ანალიზი მომზადდა GNCC-ის მიერ“;
·
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვებას საქართველოში
უარყოფით შეფასებას აძლევენ როგორც ეკონომიკური, ასევე კიბერუსაფრთხოების კუთხით
წამყვანი აუდიტორული კომპანიები (მსოფლიოს საუკეთესო ექვსი საერთაშორისო
აუდიტორული კომპანიის - Deloitte; KPMG; BDO; Grant Thornton; RSM; Nexia
International დასკვნები, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა გავლენას
მოახდენს MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება საქართველოს
ბაზარზე https://www.magticom.ge/ka/mvno-news )
როგორც საჯაროდ არის გაცხადებული, საქართველოში მოქმედი არც ერთი მობილური
ოპერატორი არ არის წინააღმდეგი ორმხრივ, ბიზნესი ბიზნესთან დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობაზე
არასავალდებულო ვირტუალურ ოპერატორთან, მარეგულირებელი კომისიის ჩარევის გარეშე. ეს
ურთიერთობა უნდა იყოს პარტნიორული და არა იძულებითი,
როგორც ეს ხდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. საქართველოში სამი მობილური ოპერატორიდან
ორი წმინდა ზარალზეა! ხოლო საქართველოში მობილური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფია
ევროპაში, თავად კომისიის მიერ ჩატარებული კვლევითაც კი (გვ.6 - https://www.magticom.ge/files/price-analysis-of-mobile-and-fixed-communication-services.pdf)ისმის ლოგიკური კითხვა:
რისთვის ან ვისთვის კეთდება სავალდებულო (იძულებითი) ვირტუალური ოპერატორის
შემოყვანა საქართველოში?
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2020 წლის
ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას აქვს ე.წ. ფეიკ ნიუსის ტიპიური სტრუქტურა, როდესაც
მოყვანილია რამდენიმე სწორი ფაქტი (მაგ:
ბაზრის არსებითი წილი ეკუთვნის „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“; ბაზარზე
არსებობს შედარებით დაბალფასიანი შეთავაზებები...) და ამის შემდეგ მსჯელობა
გრძელდება ისეთი ლოგიკით, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს ამ ფაქტებიდან,
მაგრამ ხელსაყრელია კომისიისთვის. ეს არ არის მათი მხრიდან პირველი შემთხვევა და
კომისია, რომელიც ვითომ ებრძვის ფეიკ ნიუსებს, სინამდვილეში თავად მიმართავს და
ამკვიდრებს ამ მეთოდს.
კომისიას უნდა ჰყავდეს ხუთი წევრი. დღეს ჰყავს მხოლოდ
ოთხი. იმ წევრს, რომლის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია, უფლებამოსილება 2019 წლის
ოქტომბერში შეუწყდა. გაკვირვებას იწვევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნა - კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში
კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ - დღემდე
იგნორირებულია. იგივე კანონი კომისიის სრულად დაკომპლექტების აუცილებლობასაც
განსაზღვრავს - კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით
თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე... შესაბამისად, ისმის
რიტორიკული კითხვა - ამიტომ ხომ არ ხდება კანონის მოთხოვნის იგნორირება და ამ
საკითხის არასახვა კომისიის 2020 წლის ანგარიშში?
კომისიის 2020 წლის ანგარიში
ნათლად ადასტურებს, რომ კომისია არის
არა „დარგის არქიტექტორი“, როგორც თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს, არამედ სფეროს
განვითარების ხელშემშლელი, სადამსჯელო ორგანო, რომლის ზეწოლა და „ბულინგი“ნეგატიურ ასახვას პოვებს
კომპანიების და მთლიანად
დარგის განვითარებაზე. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიები დარგის
განვითარებაზე ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ, გვიწევს კომისიის არაადეკვატური მოთხოვნების
და ახირებების დაკმაყოფილება.
ვებ გვერდი - https://www.magticom.ge/ka/statement-of-magticom-published-by-the-communications-commission-incompetent
Facebook
- https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/4381380331872670/
კომენტარი