კახი კავსაძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.
კახი კავსაძემ შექმნა ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ.
მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“.
კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:
• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”
• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.
• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
• 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
კომენტარი