სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პატრიარქმა მოსკოვში ერთობლივი წირვა ქართველთმოძულე დეკანოზთან ერთად აღავლინა

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვის ქართულ ტაძარში წირვა აღავლინა დეკანოზ დიმიტრი სმირნოვთან ერთად. ერთობლივ წირვას, ძირითადად, მოსკოვში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. დეკანოზ დიმიტრი სმირნოვს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის 12 აგვისტოს ასეთი განცხადება აქვს გაკეთებული: "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გასრისოს საქართველოს სამხედრო ძალა" (მისი ეს ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ ). ამასთან, სმირნოვი არის მოსკოვის საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე და უშუალოდ კურირებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპატრიარქოს კურთხევით ტაძრებისა და საყდრების მშენებლობას. ერთ-ერთი ასეთი, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საყდრის საძირკველი პატრიარქ კირილის კურთხევით ცხინვალში ორი დღის წინ ჩაიყარა, ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 არმიის ბაზირების ადგილას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100