ვასო ურუშაძე: სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობას ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება
„მომატებული საფრთხის მქონე გზებს სახელმწიფო უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება“- ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი
თქმით, მომატებული
საფრთხის
მქონე
გზებს
შესაბამისი
სამსახურები
განსაკუთრებულ ყურადღებას
უნდა
აქცევდნენ. მაქსიმალურად
უნდა
იყოს
დაცული
მოძრაობის
უსაფრთხოების
განსაკუთრებული
წესები
და
არსებობდეს
შესაბამისი
ინფრასტრუქტურა,
მაფრთხილებელი
ნიშნები,
შემაკავებელი
ბარიერები
და
ა.შ.
"საქართველოში
ყველაფერი პირიქით
ხდება.
ყველა
ასეთი
მომატებული
საფრთხის
მქონე
საავტომობილო
გზა
სახელმწიფოსგან
არის
მიტოვებული.
სწორედ
სახელმწიფო
სტრუქტურების
გულგრილობისა
და
მათი
ზედაპირული
დამოკიდებულების
გამო,
საქართველოში
ყოველწლიურად
იღუპება
ასობით
უდანაშაულო
ადამიანი"-
განაცხადა
ურუშაძემ.
მისივე
თქმით, საქართველო
ევროპის
მასშტაბით
ავტოსაგზაო
შემთხვევების
შედეგად
გარდაცვლილი
ადამიანების
რაოდენობით
პირველ
ადგილს
იკავებს,
რაც
საგანგაშო
მაჩვენებელია.
"შეუძლებელია
ჩვენ
ამ
მოცემულობით
გავხდეთ კონკურენტუნარიანი,
ტურისტებისთვის
მიმზიდველი
და
უსაფრთხო
ქვეყანა.
უსაფრთხოება
ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი
კომპონენტია,
რაც
საერთაშორისო
ვიზიტორებისთვის ქვეყანას
გახდის
უფრო მიმზიდველს"-
აღნიშნა
ურუშაძემ.
"სამოქალაქო
პლატფორმა
20/20"-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა რეფორმა თუ სამთავრობო ინიციატივა იყო ზედაპირული და ორიენტირებული
მხოლოდ
პიარზე,
რასაც
ცხადყოფს
არაეფექტიანი
ავტომობილების
ტექდათვალიერების
რეფორმა,
დაუსრულებელი
ფორმით
ექსპლუატაციაში
ჩაშვებული
საგზაო
ინფრასტრუქტურული
პროექტები,
შერჩევით
საგზაო
კანონმდებლობის
აღსრულება
და
სხვა.
"სახელმწიფო
დღემდე
რჩება
გულგრილი
ამ
პრობლემისადმი.
მიუხედავად
არაერთი
მცდელობისა,
მთავრობა
დღემდე
არ
აღიარებს
პრიორიტეტად
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
პრობლემას,
დღემდე
არ
არის
დადგენილი
ავტოსაგზაო
შემთხვევების
გამომწვევი
რეალური
მიზეზები
და
არ
გვაქვს
პრობლემასთან
გამკლავების
გრძელვადიანი
სტრატეგია"-
აღნიშნა
ურუშაძემ.
კომენტარი