სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

გარდაცვლილია 81 წლის კაცი, რომელიც აჭარაში, „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100