სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ადასტურებს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები.
ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე - კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ.
სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა", - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100