სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონების გულთამპყრობელი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი უკვე თბილისშია

ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი უკვე თბილისშია.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინფორმაციით, მსახიობის გაცნობის სურვილი ბენეფიციარმა ბავშვებმა გამოთქვეს.

ჩაგათაი ულუსოი „ნიუ ჰოსპიტალს“ უკვე ეწვია, სადაც ბავშვები მოინახულა, 16:00 საათზე კი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.

10 მაისს მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ბერი ანდრიას ფონდის“ ანგარიშზე და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციას.

თურქი მსახიობი Unicef-თან თანამშრომლობით, ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100