სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემზარავი შემთხვევა - 22 წლის ორსული გოგონა მეზობლებმა მოკლეს, ნაყოფი კი მუცლიდან ამოიყვანეს და გაიტაცეს

22 წლის სავანა ლაფონტენ-გრეივინდი, რომელიც შვიდი თვის ორსული იყო, 19 აგვისტოს დაიკარგა ჩრდილოეთ დაკოტაში. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მალევე დაიწყეს მისი ძებნა, თუმცა, სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი იპოვნეს. მისი გვამი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და მდინარე რედ-რივერში იყო გადაგდებული.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ, გოგონას მუცლიდან ნაყოფი ამოაცალეს სიკვდილის შემდეგ. მათივე განცხადებით, ახალშობილი მოკლული გოგონას მეზობელ ოჯახში შენიშნეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ქალი და მამაკაცი, რომლებსაც გარდაცვლილის ჩვილი ჰყავდათ სახლში. ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ის ვადაზე ადრე იყო დაბადებული და სპეციალურ ინკუბატორს საჭიროებდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლოს სავანა სწორედ მათი სახლისკენ მიმავალი დაინახეს, რადგან ამ უკანასკნელებმა გარდაცვლილის დახმარებისთვის მიიწვიეს თავიანთ საცხოვრებელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100