სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook–ზე „ცნობილი“ სპამის გამვრცელებელს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა

სენფორდ უოლესი, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook–ის ყველა მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი ინფორმაციული სპამის გავრცელებაში იყო ეჭვმიტანილი, 40 წელს პატიმრობაში გაატარებს.

უოლესი დამნაშავედ სამი მუხლით სცნეს და მათ შორის ორი – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა და სასამართლომ გაიზიარა, სპამერი საკუთარი მიზნებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი იუზერის პროფილს „უმიზნებდა“ – სწორედ მათი ძალაუნებური მონაწილეობით ვრცელდებოდა ცნობილი სპამი ისე, რომ პროფილის მფლობელები ამის აზრზეც კი არ იყვნენ. ვინ იცის, თქვენგან დამოუკიდებლად რამდენ თქვენს ფბ–მეგობართან მისულა სპამი თქვენი სახელით...

სწორედ ამ გზით, სენფორდ უოლესმა 2008 წლიდან 2009 წლის ბოლომდე სამი ძლიერი სპამ–შეტევა განახორციელა. იმის გამო, რომ მსგავს ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული, 40 წლით პატიმრობასთან ერტად უოლესს 2 მლნ დოლარის სახით ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ჯერ კიდევ 2009 წელს სასამართლომ უოლესს აუკრძალა Facebook–ით სარგებლობა, მაგრამ მან ამ მოთხოვნის იგნორირება მოახდინა, რის შემდეგაც, 2009 წლის ბოლოსთვის, Facebook–მა სასმართლოს სარჩელით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს დასავლეთის ინტერნეტ–სივრცეში კარგად იცნობენ და მას „სპამფორდსა“ და „სპამების მეფეს“ უწოდებენ. სპამ–შეტევებს ის მანამდე MySpace–ს მომხმარებელთა მიმართაც ახორციელებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100