ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილები
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
ტელეკომპანია
”რუსთავი
2-ის” ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება 2 - „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარი