სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 მყიდველით დაწყებული ბიზნესი – კოკა–კოლა 125 წლისაა

კოკა-კოლას სამშობლოში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში, კოკა-კოლას დაბადების 125 წლის იუბილე იზეიმეს. კოკა–კოლას შტაბ ბინის 122 მეტრიანი შენობის ოთხივე კედელზე, 3D ფორმატში დაპროექტებული, ცნობილი ბოთლის გამოსახულება იყო. 20 წუთის განმავლობაში კომპანიის ეს შენობა ყველაზე განათებული იყო მსოფლიოში. კომპანიის მიერ ღონისძიებაზე 1500 ადამიანი იყო შეკრებილი, ათასობით ამერიკელი კი ოთხი საათის განმავლობაში ტკბებოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული კონცერტით.

კოკა–კოლა ერტადერთი კომპანიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც შემოსული მოგების 60%–ს რეკლამაზე ხარჯავს. გამაგრილებელი სასმელი ქალაქ ატლანტაში 1886 წელს შეიქმნა, ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო:კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე. თავიდან კოკა-კოლას ყოველ დღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა და 1892 წელს გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“. კომპანიის მიერ ყოველწლიური მოგება რამდენიმე ასეულ მილიონს აჭარბებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100