ძვირადღირებული ავტომანქანქების შესყიდვასთან დაკავშირებით აქამდე არსებული მანკიერი პრაქტიკა დასრულდება
ძვირადღირებული ავტომანქანქების შესყიდვასთან დაკავშირებით აქამდე არსებული მანკიერი პრაქტიკა დასრულდება.ამის სესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ სამტავრობო სხდომაზე განაცხადა.
"მინდა ცალსახად გითხრათ, რომ აქამდე არსებული მანკიერი პრაქტიკა იქნება დასრულებული. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო ახალი სტანდარტების შემუშავება და წესის განსაზღვრა თუ როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლონ მინისტრებმა, მათმა მოადგილეებმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა თუ ა.შ. დღეს დავამტკიცებთ ამ ახალ სტანდარტებს და ამ წესებით ისარგებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა უწყება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი