სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დელეგაცია იმყოფება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს დელეგაცია.
როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური უწყება, რუსეთის დელეგაცია დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მობილური ოპერატორების შესვლისა და ბოჭკოვანი ინტერნეტის პრობლემების აღმოფხვრის საკითხების გადასაჭრელად იმყოფება.
დელეგაციას მინისტრის მოადგილე ალექსეი ვოლინის ხელმძღვანელობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100