სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწრაფოდ გაუქმდეს საქალაქო ტრანსპორტზე მოძრაობის აკრძალვა - შალვა ნათელაშვილი

"რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში" - საგანგებო განცხადება "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა და საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და "პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში.

გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.

შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები იმ სარჩელისა, რომელითაც "ლეიბორისტებმა" საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100