"ამ ბიჭზე წესის არ აგებით, თქვენ ათასობით გზააბნეული ახალგაზრდა კიდევ უფრო დააბნიეთ და აუცრუეთ გული ეკლესიაში მოსვლისკენ" - ზურა სალუქვაძე
"მოძღვრები იმიტომ არსებობთ რომ ცოდვილებს გზა გაუკვალოთ უფლისკენ... ეს არის თქვენი ვალიც და მისიაც, ამაზე დიდი არაფერი გევალებათ...
ამ ბიჭზე წესის არ აგებით, თქვენ ათასობით გზააბნეული ახალგაზრდა კიდევ უფრო დააბნიეთ და აუცრუეთ გული ეკლესიაში მოსვლისკენ. ეშმაკიც ზუსტად ამას ელის რომ შემდეგ ტკბილი სიტყვით ხან თავისუფლების ნიღაბს ამოფარებული, ხან მცველის ნიღაბს ამოფარებული და ხან გზამკვლევის ნიღაბს ამოფარებული მოევლინოს ასეთ ადამიანს და კიდევ უფრო აურიოს გზა უფლისკენ....
ქართული ანდაზაა ასეთი: “ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”
ეხლაც ზუსტად ეგ მომენტი იყო, ახლა “ერთი ცოდვის” ჩადენით თქვენ იმაზე ათასჯერ დიდ საქმეს გააკეთებდით ვიდრე ამ “ერთი ცოდვის” არ ჩადენით. თქვენ შეგეძლოთ იმ მილიონობით ცოდვასთან ერთად რომელიც აქამდე მილიონჯერ ხან შეგიცოდავთ და ხან სხვისი ცოდვა აგიღიათ საკუთარ თავზე, “ერთიც დაგემატებინათ” და ეს ათასობით გზააბნეული ადამიანი კიდევ უფრო დაბნევის და ეკლესიასთან დაშორების მაგივრად ... თქვენი სულგრძელობით უფრო დაგეახლოებინათ ღმერთთან
ბოლო ჟამიაო ხო გვეუბნება უფლის სიტყვა, ანუ შესაბამისად ბრძოლაც უფრო დაუნდობელია ეშმაკთან და სწორედ ამ ბრძოლას აგებთ...
საბოლოოდ ყველა კი ჩვენ ჩვენ თავებზე ვართ პასუხისმგებელნი და ზუსტად ასეთ დაბრკოლებებში გვმართებს ჩვენ, უბრალო ადამიანებს რომ არ გავტყდეთ და გავუძლოთ ასეთ განსაცდელებს მაგრამ... რისთვის შეიქმნა სასულიერო პირი თუ არა იმისთვის რომ ასეთ განსაცდელებში დაეხმაროს ჩემნაირ ან ჩემზე უარესად გზააბნეულ ადამიანებს?" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი პოეტი ზურა სალუქვაძე. სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც სასულიერო პირებმა წესი არ აუგეს.
კომენტარი