სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბულმუგის ეკლესიის რესტავრაცია დასრულებულია

აბულმუგის ეკლესიას კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. დღეს კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის წარმომადგენლები რესტავრირებულ ტაძარს მოინახულებენ. დმანისი-ბოლნისის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეX-XI სს. დათარიღებული აბულმუგის ტაძარი ტიპური დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც იმ პერიოდის საქართველოში ნაგები ტაძრების ყველა ძირითადი მახასიათებელი გააჩნია. რეაბილიტირებულ ტაძარში დღეიდან წირვა-ლოცვის ჩატარება შესაძლებელი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100