სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა პუგაჩოვას ყოფილი საყვარელი მოულოდნელად ყველასათვის უცნობ ფაქტებზე ალაპარაკდა

მას შემდეგ, რაც პუგაჩოვასა და კუზმინის სასიყვარულო წრე გაირღვა და მუსიკოსი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ყველა თვლიდა, რომ მან ცხოვრების ყველაზე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

თავად ვლადიმერ კუზმინი კი პირიქით ფიქრობს - ალასთან განშორებამ მეტი შანსი მისცა, დამოუკიდებლად გაეგრძელებინა კარიერა.პუგაჩოვას გვერდით, რომელიც ყოველთვის მეგაპოპულარული იყო, ვლადიმერი თავს ორკესტრის „მეორე ვიოლინოდ“ მიიჩნევდა. ეს ყველაფერი მის თვითშეფასებაზეც უარყოფითად მოქმედებდა: „ჩემი ალასადმი პატივისცემის მიუხედავად, არ შემეძლო მის ფრთებქვეშ ამოფარება და მისი სახელის მორევში ცურვა. შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერს, თუმცა არასდროს მსიამოვნებდა ის, რომ ალას ჩრდილში ვექცეოდი. ეს რომ ავუხსენი მას, როგორც შეგნებულმა და ძლიერმა ქალმა, ყველაფერი სწორად გაიგო და მიიღო. მშვიდობიანად დავშორდით“.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კუზმინი არა მარტო შემოქმედებითად, პიროვნულადაც ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა. რაც შეეხება მათი ურთიერთობის მომდევნო ეტაპს, ისინი მეგობრების ამპლუაში მოიაზრებიან. ხშირად უწევთ ურთიერთობა, როგორც მუსიკოსებს და ამ მხრივ პრობლემები არ შექმნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100