სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი სინოპტიკოსები მარტის დასაწყისში თოვლსა და ყინვას პროგნოზირებენ

საქართველოში 6 - 7 მარტს ყინვა იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერ აცივდება. როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვა.

ამინდის ცვლილება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრით არის განპირობებული. ამასთან, 6-7 მარტს მოსალოდნელია ყინვები. დასავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი, ვიდრე აღმოსავლეთში. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ღამით მოსალოდნელია -2;-3 გრადუსი, 7 მარტს კი _ -6 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში 6 მარტს ღამით იქნება -5; 7 მარტს კი -7 გრადუსი. ძლიერი ყინვები უფრო შიდა ქართლში იქნება.

თბილისში აღნიშნულ დღეებში შესაბამისად მოსალოდნელია -3 და -4 გრადუსი.
8 მარტიდან კი შედარებით დათბება. სინოპრიკოსები დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურას 17 გრადუსამდე მომატებას ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100