Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია
Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია გამყარებული იქნება Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ. ვოლვოს ტექ. ფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
Volvo Cars-მა და
Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ
ატარო ნამდვილი
ავტომობილი და
თან გეკეთოს შერეული რეალობის
მოწყობილობა, რომელიც
ერთდროულად
მატებს ვირტუალურ
ელემენტებს შენს გამოცდილებას და
გინარჩუნებს რეალობის
აღქმას. აღსანიშნავია,
რომ ამ
დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ
შეძლო ამის
გაკეთება.
Varjo XR-1არის შერეული რეალობის
სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს ცდისპირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებების და
ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას.
XR-1- ს წინამორბედისგან განსხვავებით შეუძლია რადიკალურად
შეამციროს ნიშნების
და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი.
მოწყობილობას დამატებული
აქვს მაღალი
გაფართოების კამერები,
რაც ე.წ. შერეული
რეალობის მიღების
საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი
ვოლვოს დიზაინერებს
და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ
მართონ მომავლის
ავტომობილები და
შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ
კიდევ მრავალი
წლით ადრე, რეალური ავტომობილის
შექმნამდე.
„შერეული რეალობის
მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია
შევაფასოთ ავტომობილის დიზანი და
ტექნოლოგიები ჯერ
კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი
მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ
შეგვიძლია ჯერ არარსებული
პროდუქტი შევაფასოთ
გზაზე. ეს
ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების
დაზოგვაში, ასევე
პრიორიტეტების და
პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის
ადრეულ სტადიაზე“ - ამბობს ჰენრიკ
გრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.
XR-1-ი Volvo Cars - ის ინჟინრებს
ეხმარება უსაფრთხოების
სისტემების დახვეწაში. უსაფრთხოების ექსპერტებს
შეუძლიათ მართონ
ავტომობილი აღნიშნული
მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ
ვირტუალური შედეგები
რეალურ გარემოში. XR-1 - ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის
თვალის აღმქმნელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას
მძღოლის აღქმის
შესახებ, რამდენად
მარტივად თუ
რთულად უმკლავდება ცდისპირი ავტომობილის
მართვას, ხოლო
შედეგად ვიღებთ
კვლევის შედეგებს
ზედმეტი ძალისხმევის და დაკვირვებების გარეშე.
„დასაწყისშივე ჩვენი
ხედვა იყო,
რომ შეგვექმნა
პროდუქტი რომელიც
იქნებოდა რეალობის
და ვირტუალობის შერწყმა. იმ
შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა
გზითაც ვოლვო
იყენებს ჩვენს
პროდუქტს, შესაძლებელი
ხდება რაც აქამდე შეუძლებლად
მიგვაჩნდა. ჩვენ
ვოლვოსთან ერთად
შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის
ახალი ერა“ - აცხადებს ნიკო აიდენი, Varjo-ს დამფუძნებელი
და CEO.
Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის
გამოყენების მხრივ და Varjo-სთან თანამშრომლობა არის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად.
„Varjo არის ერთპიროვნული
ლიდერი ამ
ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური
მდგომარეობა გვპირდება
დიდ ზრდას და ამავდროულად
შემოაქვს დიდი
კონტრიბუცია ჩვენთან
თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი
იმისა თუ
როგორ კომპანიებთან
ვითანამშრომლებთ მომავალში“ - ამბობს ზაკი ფასიჰუდინი,
Volvo Cars-ის ტექნიკური
ფონდის
CEO.
კომენტარი