"ოცნების" ტიტუშკების თავდასხმა ნიკა მელიაზე - "ერთიანობა" მომხდარს გმობს
"ვგმობთ "ქართული ოცნების" ძალადობას" - სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ოპოზიციური გაერთიანება წერს, რომ მმართველი პარტიის ძალადობრივი კამპანია ცხადყოფს, რომ ცვლილებები გარდაუვალია და რომ ერთიანობით ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას აუცილებლად დაიბრუნებს.
"ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება.
ვგმობთ ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
“ქართული ოცნების” ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოვებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!
ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ!, - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი