სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში მოსეირნე წყვილი დაცხრილეს

დაახლოებით დილის 04.00 საათზე მოსკოვში, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი მოსეირნე ადამიანებს. შემთხვევა მოსკოვში, ბესკუდნიკოვის ბულვარის სიახლოვეს მოხდა. დაუდგენელი შეიარაღებულები თავს დაესხნენ ერთ-ერთ წყვილს.

30 წლის კარენ არუთუნიანი და 23 წლის იულია პერერვა ქუჩას კვეთდნენ, როცა მათ რამდენჯერმე ესროლეს.

მომხდარი შემთხვევის გამო მამაკაცს თავის არეში სამი, ხელსა და მკერდში კი თითო-თითო ტყვია მოხვდა, ქალმა კი ჭრილობები თავში, მუცელსა და თეძოში მიიღო. „ლაიფნიუსის“ ცნობით, თავდამსხმელებმა ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ორივე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სკლიფოსოფსკის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100